ზოგადი ინფორმაცია
– ლაბორატორიაში მასალის ჩაბარება ხდება ყოველ დღე, 09:30-16:00 საათის (შაბათს 09:30-14:00) განმავლობაში, სისხლის ანალიზის აღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში (09:30-11:00).
– ბიოლოგიური მასალის ასაღებად საჭიროა სპეციალური კონტეინერი; ინსტრუქციისათვის მიმართეთ მიმღების თანამშრომლებს.
– ლაბორატორიული სერვისის მისაღებად საჭიროა პაციენტის თანხმობის დადასტურება ხელმოწერით.
– რიგი კვლევებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია უზმოდ ყოფნა. უზმოდ ყოფნა ნიშნავს მინიმუმ 8 საათიან (ზოგიერთი კვლევის შემთხვევაში 12 საათიან) ინტერვალს, საკვების მიღების გარეშე ბოლო კვებიდან.
– კვლევები, რომელთა ჩატარებაც აუცილებელია უზმოდ: ლიპიდური პროფილი, გლუკოზა.
– კვლევები, რომელთა ჩატარებაც რეკომენდებულია უზმოდ :თირკმლის ფუნქციები, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, ღვიძლის ფუნქციები, შარდმჟავა, საერთო ცილა, ტრანსფერინი .
– სისხლის აღებამდე არ მიიღოთ ალკოჰოლი, რადგან მისი უმნიშვნელო დოზაც კი ორგანიზმში მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს, რაც პასუხებში ცდომილებას განაპირობებს.
– თუ რომელიმე მედიკამენტს სისტემატიურად იღებთ და მათი მიღება შეწყვიტეთ რამდენიმე დღით ადრე, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს.
მომზადება ლიპიდური პროფილის განსაზღვრისას
აუცილებელია უზმოდ ყოფნის 12 საათიანი პერიოდი, პაციენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ სასმელი წყალი.
გლუკოზა სისხლში
- უზმოდ :
სისხლის აღებამდე პაციენტმა არ უნდა მიიღოს არც საკვები და არც სასმელი , წყლის გარდა, სინჯის აღებამდე სულ მცირე 8 საათის განმავლობაში.
- ჭამის შემდეგ:
სისხლის აღებული უნდა იყოს , ჭამის დამთავრებიდან ზუსტად ორ საათში.
მაგ: თუ პაციენტმა დილის საუზმე დაამთავრა 10 საათზე, სისხლი აღებულ უნდა იყოს ზუსტად 12 საათზე. სასურველია პაციენტი ლაბორატორიაში მივიდეს 10- 15 წუთით ადრე, რომ თავიდან იყოს აცილებული რეგისტრაციაში ლოდინის პერიოდი და სისხლის აღებულ იყოს ზუსტად ორ საათში, დაგვიანების გარეშე. ორი საათის განმავლობაში პაციენტმა შეიძლება მიიღოს სასმელი წყალი და თუ აუცილბელია მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები. შუალედში დაუშვებელია ნებისმიერ სახის საკვების ან/ და სასმელის (გარდა წყლისა) მიღება.
გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი
დაცული უნდა იყოს 8 საათიანი უზმოდ ყოფნის პერიოდი (არა საკვები და სამელი , გარდა სასმელი წყლისა) პირველი სინჯი უნდა ავიღთ უზმოდ, შემდგომ პაციენტი იღებს გლუკოზის ხსნარს და შემდგომი სინჯები აღებულ უნდა იყოს გლუკოზის ხსნარის მიღებიდან ზუსტად ერთ და ორ საათში. შუალედში დაუშვებელია საკვების ან/და სასმელის მიღება (სასმელი წყლის გარდა)
შარდის საერთო ანალიზი
- პაციენტმა შარდის ანალიზის აღების წინ თავი უნდა მოარიდოს ისეთი საკვების ან მედიკამენტის მიღებას (მაგ ჭარხალი, ვიტამინი B, ფენაზოპირიდონი, რიფამპიცინი, ფენიტოინი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდვის შეფერვა;
- არ არის მიზანშეწონილი მასალა აღებული იყოს მენსტრუალური ციკლის დროს
- სინჯის აღების წინ არ არის მიზანშეწონილი ვარჯიში;
- შარდი უნდა შეგროვდეს სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტის შემდეგ;
ჭურჭელი უნდა იყოს სტერილური - ანალიზისათვის საჭირო შარდის მინიმალური რაოდენობაა 10 მლ.
. შარდი უნდა შეგროვდეს სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტის და პირველი ულუფის მოშარდვის შემდეგ სტერილურ ჭურჭელში.
- ანალიზისათვის საჭირო შარდის მინიმალური რაოდენობაა 10 მლ.
- აღებული სინჯი ლაბორატორიაში საკვლევად მიტანილი უნდა იყოს 2 საათის განმავლობაში
პედიატრიული სინჯის შეგროვება
- ჰიგიენური პროცედურების შემდეგ (რომ არ მოხდეს შარდის კონტამინაცია კანიდან და ფეკალური მასებიდან), გახსენით კოლექტორი და მოათავსეთ;
- ბიჭებთნ მოათვსეთ სასქესო ასო კოლექტორში და ადჰეზიური არით მიაწებეთ კანს;
- გოგონებში ადჰეზიური არით კოლექტორი მიაწებეთ გარეთა სასქესო ორგანებს. კოლექტორი არ გააჩეროთ >1 სთ და მიღებული მასალით დაუყონებლივ გადააგზავნეთ ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისათვის.
განავალი-პირველადი სინჯის აღების ინსტრუქცია
- კოპროლოგიურ გამოკვლევამდე არ არის მიზანშეწონილი ისეთ მედიკამენტების მიღება როგორიცაა: საფაღარათო საშუალებები, რკინის პრეპარატები და რექტალური სანთლები.
- ფარული სისხლდენის კვლევის შემთხვევაში განავლის აღებამდე 3 დღით ადრე პაციენტმა არ უნდა მიიღოს ხორცი, თევზი და მწვანე ფერის ბოსტნეული .
- თუ გამოკვლევის მიზანია საკვების მონელების უნარის შეფასება, მაშინ სასურველია მიღებული საკვების შემადგენლობა დოზირებულად და წინასწარ იყოს შერჩეული.
- განავლის მოგროვება უნდა მოხდეს სუფთა, მშრალ ჭურჭელში.
- განავალს არ უნდა შეერიოს შარდი ან სასქესო ორგანოებიდან გამონადენი.
- ერთ წლამდე ბავშვებში მასალის აღება წარმოებს სამედიცინო მუშამბიდან, რომელიც წინასწარ არის გაწმენდილი 70oC-იანი სპირტით (პამპერსით მოტანილი მასალა არ მიიღება). მასალის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ლაბორატორიაში, არაუგვიანეს 1-2 საათისა.
ფარული სისხლდენის კვლევისას მნიშვნელოვანია:
- არ გამოიყენება იმ პაციენტების სინჯები, რომელთაც აქვთ სისხლმდენი ბუასილი ან მასალა აღებულია მენსტრუალური ციკლის დროს
- ჭარბი ალკოჰოლის მიღებამ, ასპირინით , ფენილბუტაზონით, კორტიკოსტეროიდით და რეზერჰინით მკურნალობამ შეიძლება მოახდინოს სისხლდენის პროვოცირება, ამიტომ ტესტის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უნდა შეწყდეს ამ მედიკამენტების მიღება.
განავლის ბაქტერიოლოგია (ნაწლავის მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი შესწავლა)
- მასალის აღება სასურველია ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებამდე; აღებამდე 3-4 დღით ადრე უნდა შეწყდეს საფაღარათო პრეპარატების, ვაზელინის, აბუსალათინის ზეთის მიღება, აგრეთვე რექტალური სანთლების გამოყენება;
- მასალა აიღება სტერილურ კონტეინერში; გამოკვლევას ექვემდებარება დეფეკაციის შედეგად ახლადგამოყოფილი განავალი (არ გამოიყენება ოყნა).
დეფეკაციამდე სასურველია წინასწარ მოშარდვა (არ შეიძლება განავლის და შარდის შერევა).
- ერთ წლამდე ბავშვებში მასალის აღება წარმოებს სამედიცინო მუშამბიდან, რომელიც წინასწარ არის გაწმენდილი 70 ℃ სპირტით (პამპერსით მოტანილი მასალა არ მიიღება) მასალის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ლაბორატორიაში არაუგვიანეს 1-2 საათისა.
გენიტალური ნაცხის ბაქტერიოლოგია
მასალის აღება სასურველია ანტიმოკრობული თერაპიის დაწყებამდე. მასალას იღებს მკურნალი ექიმი სტერილური ტამპონის საშუალებით. მასალის აღებამდე გასათვალისწინებელია ექიმის რეკომენდაციები (სამკურნალო საშუალებების მიღების შეწყვეტა, მოშარდვის შეკავება, წინასწარი პროვოკაცია, მასაჟი და ა.შ.).
შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
- კვლევისთვის იღება შუა ულუფა
- შარდი უნდა შეგროვდეს სტერილურ ჭურჭელში. სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტის და პირველი ულუფის მოშარდვის შემდეგ;
- ანალიზისათვის საჭირო შარდის მინიმალური რაოდენობაა 10 მლ.
- აღებული სინჯი ლაბორატორიაში საკვლევად მიტანილი უნდა იყოს 2 საათის განმავლობაში.
პირის ღრუს, ხახის, ცხვირის ღრუს, ყურის-ბაქტერიოლოგიური კვლევა
მასალის აღება სასურველია ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან არაუმცირეს 24 საათის გასვლის შემდეგ.
მასალას პირის ღრუდან იღებენ უზმოზე ან საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ, პაციენტს არ უნდა ქონდეს კბილები გახეხილი, არ უნდა ქონდეს დაღეჭილი საღეჭი რეზინი და არ უნდა ქონდეს გამოვლებული სავლები.
მასალას ხახის ლორწოვანიდან იღებენ უზმოზე ან საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ.
მასალის აღებამდე ყურსა და ცხვირში პაციენტს არ უნდა ქონდეს ჩაწვეთებული პრეპარატი.
ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევა
ნახველის აღებას აწარმოებენ ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან გარკვეული ინტერვალის შემდეგ. ნახველის დილის ულუფას იღებენ უზმოზე, კბილების გაწმენდის და პირის ღრუში გადადუღებული წყლის გამოვლების შემდეგ ხველების შეტევის დროს და ათავსებენ სტერილურ კონტეინერში. მასალის გადაგზავნა გამოსაკვლევად უნდა მოხდეს აღებიდან არაუგვიანეს 1-2 საათისა.
დედის რძის ბაქტერიოლოგიური კვლევა
სარძევე ჯირკვლების დვრილების და დვრილის ირგვლივი უბნის ტუალეტისა და 70℃ სპირტიანი ტამპონით სრული დამუშავების შემდეგ (თითოეული ჯირკვლის დამუშავება ხდება ცალკეული ტამპონით) გამოწურული რძის პირველ ულუფას (5-10 მლ) გადაღვრიან და შემდეგ ულუფას (3-4 მლ) აგროვებენ სტერილურ ჭურჭელში. აღებული მასალა გამოსაკვლევად უნდა გადაიგზავნოს აღებიდან არაუგვიანეს ერთი საათისა.
სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა
სისხლის აღება ხდება ტემპერატურის მატებისას, შეციების დასაწყისში, სასურველია ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ, დაავადების სტადიის გათვალისწინებით.
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით