ხარისხი და კონტროლი

კვლევებისთვის საჭირო  მასალა ნიადაგებს ვღებულოობთ  ISO სტანდარტის მქონე ორგანიზაციებიდან, ასევე შემუშავებულია შიდა ლაბორატორიული სტანდარტები.

ლაბორატორიაში მკაცრად არის დაცული უსაფრთხოების წესები და ცენტრში ჩატარებულ  ანალიზებზე მიმდინარეობს როგორც შიდა, ისე გარე კონტროლები.

სადიაგნოსტიკო ცენტრის შიდა  და გარე ხარისხის კონტროლის ჩატარების წესი ეყრდობა საერთაშორისო სტანდარტის სსტ ისო 15189:2012/ 2015 (პ.5.6.2 და პ.5.6.3) შესაბამის ვალიდურობის შედეგების მოთხოვნებს. ცენტრში მუდმივად ხორციელდება კვლევების ვალიდაცია-ვერიფიკაციის პროცედურები.

ხარისხის შიდა კონტროლის შემოწმების მიზანია ანალიტიკური სისტემის მუშაობის შეფასება.  ეფექტური  ხარისხის შიდა სისტემა უზრუნველყოფს პროცესის ზუსტ მართვას და შემდგომ გაუმჯობესებას.

გარე კონტროლით დგინდება სხვადასხვა მწარმოებლების მიერ მოწოდებული საკონტროლო მასალა, რომლებიც ისო/იეკ 17043-ის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

სადიაგნოსტიკო ცენტრი ჩართულია გარე ხარისხის კონტროლის პროგრამაში, რომელსაც ახორციელებენ: Human Diagnostic Georgia და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ცენტრში მკაცრად არის დაცული უსაფრთხოების წესები, როგორც პერსონალის და პაციენტების მიმართ. შემუშავებულია მონაცემთა დაცვის სისტემა.