ჩვენ შესახებ

სამედიცინო პრაქტიკაში , დიდი მნიშვნელობა ენიჭება  დიაგნოსტიკის  მეთოდების გამოყენებას. უკანასკნელი აუცილებელია პაციენტებისათვის სწორი  კლინიკური მიდგომის და ეფექტური მკურნალობის გასატარებლად  ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო  ორგანიზააციის მონაცემებით, ლაბორატორიული კვლევები შემთხვევათა 60-80%-ში დიაგნოსტიკისთვის აუცილებელ ინფორმაციას იძლევა.უნდა ავღნიშნოთ, რომ ადრეული სწორი დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა დროული თერაპიული ჩარევისადა ორგანიზმის შეუქცევადი დაზიანების პრევენცია.

წლების განმავლობაში ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების ჩამონათვალი იზრდებოდა და სრულყოფილი ხდებოდა, თანამედროვე  აპარატურის და ახალი ტესტ-სისტემების ათვისების შედეგად. დღეისთვის ჩვენს ცენტრში ტარდება: ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, ბიოქიმიური და საერთო კლინიკური ანალიზები.

ჩვენ ვემსახურებით არამარტო საქართველოს მოსახლეობას, არამედ უცხოეთიდან    ჩამოსულ პაციენტებს. ამ უკანასკნელის მომსახურება ხდება როგორც ადგილობრივად, ისე დისტანციურად.

ლაბორატორიულ პრაქტიკაში დიაგნოსტიკური პროცესების ინტენსიფიკაციისათვის ფართოდ გამოიყენება რეაქტივებისა და დიაგნოსტიკუმების მზა ფორმები.აგრეთვე, ანალიზის ავტომატიზირებული საშუალებები და კომპიუტერიზირებული მართვის სისტემები.

 

ჩვენი დევიზია

ახალი ლაბორატორიული ტექნოლოგიების დანერგვა
ანალიტიკური სიზუსტე და სანდოობა
პროფესიონალიზმი
ეკონომიურად მისაწვდომი ფასები

 

ჩვენ შესახებ

ისტორია

შპს ბაქტერიოფაგის ანალიტიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი  ,,დიაგნოზი-90“ დაარსდა 1990 წელს ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლების მიერ. დამფუძნებლები: მ.მ.დ. პროფესორი,  ინგა გიორგაძე; ბ.მ.დ. ნანა თოფურია-ნაკაიძე და  ბ.მ.დ. მიხეილ მეგრელიშვილის მიერ.

 

ცენტრის ძირითადი საქმიანობა იყო და არის დიაგნოსტიკური და ფარმაცევტული მომსახურეობა.

1990 წელს ცენტრში მუშაობდა 5 ადამიანი, დღეისთვის 31 თანამშრომელით არის წარმოდგენილი. აქედან ლიცენზირებულია 11, ხოლო 9 მეცნიერებათა დოქტორია  მათ შორის. საქართველოში პირველად ამ ჯგუფის მიერ ტარდებოდა და დღემდე ტარდება მაღალკვალიფიციური  ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც ეყრდნობა თანამშრომელთა ღრმა და ამასთანავე ტრადიციულ ცოდნას  მიკრობიოლოგიაში. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ბაქტერიოლოგიური კვლევისას ბაქტერიის იდენტიფიკაციის გარდა ტარდება მგრძნობელობების დადგენა სხვადასვა ჯგუფის მედიკამენტების მიმართ- პრიორიტეტულად ბაქტერიოფაგების, ანტიბიოტიკებისა და ანტიფუნგალური პრეპარატების მიმართაც. წლების განმავლობაში ,,დიაგნოზი-90“ კვლევების ჩამონათვალი იზრდებოდა და სრულყოფილი ხდებოდა არა მარტო მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, არამედ თანამედროვე აპარატურის და ახალი ტესტ-სისტემების ათვისების შედეგად.

2008წ.ელიავას სახელობის ინსტიტუტმა დაარსა ელიავას ფონდი - საქართველოში ბაქტერიოფაგიის განვითარების ასოციაცია,  რომელიც სადიაგნოსტიკო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

ცენტრს ჰქონდა მინიჭებული ISO 9001-2015 სტანდარტი.

2024 წლიდან სსიპ აკრედიტაციის ეთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტციის ცენტრმა, ჩვენ ცენტრს მიანიჭა კომბინირებული სიმბოლოს გამოყენების უფლება და ისო 15189:2012/2015.  

ჩვენი ამოცანაა

ჩვენი ამოცანაა გაუმარტივოთ მკურნალ ექიმებს და პაციენტებს პათოლოგიების მართვა და მკურნალობის პროცესი, სწორი და დროული დიაგნოსტიკით.

დიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, მკურნალ ექიმს ეძლევა ბიოლოგიური პრეპარატებით - ბაქტერიოფაგებით, მთელი რიგი  ინფექციური პროცესების მიზანმიმართული და ინდივიდუალური მკურნალობის კურსის  შემუშავების შესაძლებლობა.