შარდის საერთო ანალიზი
- შარდის შეგროვების წინ ჩაიტარეთ ჰიგიენური პროცედურა.
- გახსენით კონტეინერი უშუალოდ შარდის შეგროვების წინ.
- სასურველია კონტეინერში შეგროვებული იყოს შარდის შუა ნაკადი.
- თუ შარდის შეგროვებიდან ორი საათის განმავლობაში ვერ ახერხებთ ნიმუშის მოტანას ლაბორატორიაში მაშინ შეინახეთ შარდიანი კონტეინერი მაცივარში მაქსიმუმ 2 სთ-ის განმავლობაში.
შარდის (შუა პორციის) აღების წესები ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის
- მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში პაციენტს არ უნდა ქონდეს მიღებული ანტიბიოტიკები.
- უნდა იყოს აღებული დილის პირველი შარდი.
- შარდის აღებამდე პაციენტმა უნდა დაიბანოს გენიტალიები საპნით.
- შარდის პირველი და ბოლო პორცია უნდა იქნას გადაღვრილი და შარდის კონტეინერში უნდა მოხვდეს შუა პორცია.
- აკრძალულია სხვა ჭურჭლიდან შარდის გადატანა სტერილურ შარდის კონტეინერში.
- შარდი აღებიდან ორი საათის განმავლობაში ინდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში.
- თუ ორი საათის განმავლობაში ვერ შევძლებთ ტრანსპორტირებას ლაბორატორიამდე, მაშინ უნდა შევინახოთ მაცივარში.
განავალი
- კვლევისთვის იგზავნება ბუნებრივი დეფეკაციის შემდეგ შეგროვებული განავალი . ბაქტერიოლოგიის,ჭიების კვერცხების,უმარტივესების ,კოპროგრამისა და კალპროტქტინისთვის ერთდროულად შესასწავლად, შესაძლებელია მასალის შეგროვება ერთ კონტეინერში.
ყურადღება! არ ხდება მიკრო ოყნის , რექტალური სანთლების, აბუსალათინის და ვაზელინის გამოყენების შემდგომ მიღებული განავლის გამოკვლევა.
ფეკალურ მასაში ფარული სისხლდენის ტესტისთვის მასალის შეგროვების წესი
- მასალის შეგროვება არ უნდა მოხდეს მენსტრუალური სისხლდენის დროს.
- გამწვავებული ბუასილის პერიოდში.
- სპეციალური დიეტის დაცვა არ არის აუცილებელი.
- ალკოჰოლმა და სხვადასხვა მედიკამენტებმა როგორიცაა: ასპირინი, ინდომეტაცინი, ფენილბუტაზონი, რეზერპინი, კორტიკოსტეროიდები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება და შემდგომ სისხლდენა, ე.ი. გვაძლევს ცრუ დადებით რეაქციას.აქედან გამომდინარე, ასეთი ნივთიერებების მიღება აკრძალული უნდა იქნას 48 საათის განმავლობაში მასალის აღებამდე.
- განავალი უნდა შეგროვდეს სტერილურ კონტეინერში. მასალის აღება ჭიებზე,უმარტივესებზე,კოპროგრამზე და კალპროტექტინზე კვლევისთვის.
- საჭიროა განავლის შეგროვება სტერილურ კონტეინერში 10-15 გ ოდენობით. განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა დისბაქტერიოზზე.
- მასალა გროვდება სტერილურ კონტეინერში, ხრახნიანი და მასალის შესაგროვებელი კოვზიანი თავსახურით.
- განავალი გროვდება სტერილური ზედაპირიდან-ე.წ. ღამის ქოთანი ან „სუდნო“, რომელიც კარგად არის გარეცხილი საპნით და ღრუბლით, რამდენჯერმე ჩამორეცხილი ონკანის წყლით, შემდეგ კი მდუღარე წყლით დამუშავებული და გაგრილებული. აკრძალულია ქოთნის ზედაპირის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
- განავალი იღება ძირითადად შუა პორციიდან, სპეციალური კოვზით, რომელიც დამონტაჟებულია სტერილური კონტეინერის სახურავში, კონტეინერის მოცულობის არაუმეტეს 1/3-ის ოდენობით (10 გრამამდე – კოვზი). ნუ შეავსებთ კონტეინერს ბოლომდე.
ხახისა და პირის ღრუს ნაცხი
მასალის ჩაბარება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული, იმუნობიოლოგიური, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- მასალა იღება უზმოზე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ.
- აკრძალულია კბილების ჰიგიენა,სავლებისა და საღეჭი რეზინის გამოყენება.
ცხვირის ნაცხი
- მასალის აღებამდე არ დაიბანოთ ცხვირის ნიჟარის გასასვლელები არ უნდა ჩაიწვეთიოთ ცხვირის წვეთები.
ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და ანტიბიოტიკოგრამა (მოტანილი მასალა)
- მასალა გროვდება დილით უზმოზე.
- შეგროვებამდე ოთხი საათის განმავლობაში მოერიდეთ საკვების და პრეპარატების მიღებას, ალკოჰოლს, , მოწევას.
- ნახველის შეგროვებამდე პაციენტმა უნდა გაიხეხოს კბილები, ღრძილები, ენა, ლოყების ლორწოვანი გარსი კბილის ჯაგრისით და გამოივლოს პირის ღრუში ანადუღარი წყალი.
- ენერგიულად გააკეთეთ სამი ღრმა შესუნთქვა და ამოხველეთ.
- მასალა გროვდება ერთჯერადი სტერილური შუშის დალუქულ კონტეინერში.
შეგროვებული მასალის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები
- კლინიკური მასალის მქონე კონტეინერები ინახება ოთახის ტემპერატურაზე + 15–22 ° С -მდე ორ საათამდე; ტემპერატურაზე + 2–8 ° С – 6 საათამდე.
უროგენიტალური მასალის კვლევა
- გამორიცხეთ სქესობრივი კავშირი კვლევამდე სამი დღის განმავლობაში.
- ნუ მიიღებთ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს ერთი კვირის განმავლობაში.
ქალებისთვის:
- გამორიცხეთ დუჟირება და ინტრა-ვაგინალური სუპოზიტორიების, მალამოების, ტამპონების გამოყენება სამი დღის განმავლობაში.
მამაკაცებისთვის:
- თავი შეიკავოთ ეაკულაციისგან სამი დღის განმავლობაში.