შპს ბაქტერიოფაგის ანალიტიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი „დიაგნოზი-90“დაარსდა 1990 წელს ,გ.ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლების მიერ. დამფუძნებლები:მ.მ.დ. პროფესორი ინგა გიორგაძე, ბ.მ.დ. ნანა თოფურია-ნაკაიძე და ბ.მ.დ. მიხეილ მეგრელიშვილი. მათი მისია იყო გაემარტივებინათ როგორც მკურნალი ექიმებისათვის,ასევე პაციენტებისათვის, პათოლოგიების სწორი და დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დღეს კომპანიაში მუშაობს 37 თანამშრომელი, რომელთა შორის 8 მეცნიერებათა დოქტორია.
წლების განმავლობაში ცენტრის კვლევების ჩამონათვალი იზრდებოდა და სრულყოფილი ხდებოდა,არა მარტო მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით არამედ თანამედროვე აპარატურის და ახალი ტესტ-სისტემების ათვისების შედეგად. დღეისთვის ჩვენს ცენტრში ტარდება: ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური,იმუნოლოგიური, სეროლოგიური, ბიოქიმიური და საერთო კლინიკური ანალიზები. ჩვენ ვემსახურებით არა მარტო საქართველოს მოსახლეობას, არამედ უცხოელ პაციენტებს. ამ უკანასკნელის მომსახურება ხდება როგორც ადგილობრივად ისე დისტანციურად. ამასთანავე ჩვენი პრიორიტეტია ახალგაზრდა მიკრობიოლოგების პროფესიული დონის ამაღლება, ასევე სტუდენტებთან და რეზიდენტებთან მუშაობა.
ცენტრი აქტიურად ეწევა სხვადასხვა მიმართულების ფართო სპექტრის ბაქტერიოლოგიურ კვლევებს, როგორიცაა: სასმელი და აუზის წყლის, საოპერაციო და საცავის სივრცეების, ვეტერინელური მედიცინის მიმართულებებით და სხვა. ჩვენი ცენტრი ჩაერთო COVID-19 დიაგნოსტიკის სახელმწიფო პროგრამაში. პაციენტებს ვთავაზობთ ანალიზების ფართო სპექტს, რომელიც სახელმწიფო გაიდლაინით არის მოწოდებული. ცენტრს მინიჭებული აქვს ISO სტანდარტი, შემუშავებულია შიდა და გარე ლაბრატორიულ სტანდარტების პროტოკოლები. კვლევებისთვის საჭირო მასალა ნიადაგებს ძირითადად ვღებულობთ ISO სტანდარტის მქონე ორგანიზაციებიდან. ლაბორატორიაში მკაცრად არის დაცული უსაფრთხოების წესები. ასევე გასათვალისწინებელია ჩატარებული კვლევების სიზუსტე და თანხვედრა.